რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებისთვის ღვინოზე იმპორტის გადასახადი გაზარდა.

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე და მინისტრთა კაბინეტის დადგენილების გამოქვეყნებიდან შვიდი დღის შემდეგ ამოქმედდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმპორტის გადასახადის ზრდა ღვინის ადგილობრივ მწარმოებლებს მეტ სტიმულს მისცემს და მაღალი ხარისხის შიდა პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.

არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის საბაჟო განაკვეთი 12,5%-იდან 20%-მდე გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასების გაძვირება არა მხოლოდ უცხოურ ღვინოებზე, არამედ რუსულზეც.

არამეგობრული ქვეყნების სიას რუსეთის ფედერაციის მთავრობა ამტკიცებს. 2022 წლის ბოლო განახლებით ჩამონათვალში არიან 

  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • ბაჰამის კუნძულები
  • ბრიტანეთის ზღვისიქითა  ტერიტორიები
  • დიდი ბრიტანეთი
  • ევროკავშირი
  • ისლანდია
  • კანადა
  • ლიხტენშტეინი
  • მიკრონეზია
  • მონაკო
  • Ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • კორეის რესპუბლიკა
  • სან მარინო
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • სინგაპური
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • ჩინეთის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • მონტენეგრო
  • შვეიცარია
  • იაპონია

      

საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არაა.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის მსხვილი რუსი იმპორტიორები მთავრობისგან საიმპორტო გადასახადის გაზრდას მხოლოდ ქართულ ღვინოებზე მოითხოვდნენ. ისინი ხელისუფლებას ალტერნატივად სთავაზობდნენ, რომ ქართულ ღვინოებზე ნულოვანი გადასახადის საკითხს გადახედოს. მათი არგუმენტი იყო ის, რომ რუსული ღვინის მთავარი კონკურენტი სწორედ ქართული ღვინოებია და მათზე გადასახადის 12,5%-მდე გაზრდა შექმნიდა სამართლიან საბაზრო პირობებს.