რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ქართული ღვინის ინდუსტრია რუსეთს ჩამოშორდა და დასავლეთის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. შოთა ბურჯანაძის თქმით, სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ნაკლები დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, სამიზნედ ევროპული ბაზრის ქცევა გააუმჯობესებს სხვა დარგების ხარისხსაც.

„რაც უფრო მოვცილდით ჩვენ რუსულ ბაზარს, მით უფრო განვითარდა ქართული ღვინის ხარისხი. არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოვცილდეთ ამ ქვეყანას და არ ვიყოთ მასზე დამოკიდებული, მეზობელი ქვეყანაა და შეიძლება მცირედით იყო დამოკიდებული, მაგრამ რაც უფრო ნაკლებით ვიქნებით, განვითარების მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. რაც უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ნებისმიერ სფეროს რომელსაც შეხედავ განვითარდა. ესაა სწორედ ის აშენებული და მაღალი ხარისხის საზოგადოება, რომელიც მოგვწონს, როდესაც სამოგზაუროდ დავდივართ.“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ,