იაპონელი მწერალი რიუ მურაკამი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ამის შესახებ გამოცემა Gentosha იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია ოჯახის წევრების გარემოცვაში გაიმართა.
სამგლოვიარო განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომანის „თითქმის გამჭვირვალე ლურჯი“ გამოქვეყნების შემდეგ მურაკამი ახალგაზრდებისთვის შოკისმომგვრელი და პროვოკაციული ნაწარმოებების შექმნას განაგრძობდა.
რიუ მურაკამი მკითხველისთვის განსაკუთრებით ცნობილია წიგნებით „მისოსუპი“, „საკუჭნაოს ბავშვები“, „ექსტაზი“, „69“, „მელანქოლია“ და „თანატოსი“.
ლიტერატურის გარდა, მურაკამი კინოშიც მუშაობდა და საკუთარი ნაწარმოებების ეკრანიზაციებს თავად იღებდა. მათ შორისაა ფილმები „ლურჯის ყველა ელფერი“ და „ტოპაზი“.