რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთი, პარიკები, ოქროს ზოდები, ურო და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ნაპოვნია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერი და ულვაში, ასევე ყალბი პასპორტები, ნაწილ მათგანში პრიგოჟინის ფოტოა სხვადასხვა სახელ-გვარით, ნაწილში პრიგოჟინის სახელი და გვარი თუმცა სხვა ადამიანების ფოტო.

პროგოჟინის სახლში ასევე იყო სრულფასოვანი საავადმყოფოს მსგავსი პირადი სამედიცინო ოფისი, სახლთან ახლოს, გაზონზე კი პირადი ვერტმფრენი.

სახლში ასევე აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, მათ შორის $500 000, ასევე ევროს ბანკნოტების შეკვრები და დაახლოებით 5 კგ ოქროს ზოდები.

შეგახსენებთ, კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისის სამხედრო ამბოხი წამოიწყო. აიღო რამდენიმე ქალაქი, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ სისხლის ღვრა არ სურდა და მოსკოვისკენ სვლა შეაჩერა.