2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.7 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.

„2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.