პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას მოვლენებში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან დაავალა თავის უსაფრთხოების ჯგუფს, მიეცათ მისთვის მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ, სიტუაციის განვითარების შესახებ.

„დავავალე მომზადება მოსალოდნელი „სხვადასხვა სცენარისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კოორდინაციაში იყო მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

„ჩვენ გვინდა, ვთქვათ მკაფიოდ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ „მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში“. ასევე, ბაიდენმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ჯერ ნაადრევია იმის დადგენა, თუ საით მიდის სიტუაცია რუსეთში.