სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163 111 ადამიანით, ანუ 23%-ით შემცირდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს კლება ავტომატურად სიღარიბის შემცირებას არ ნიშნავს და კითხვებს აჩენს, რამდენად უკავშირდება ის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რამდენად სოციალური დახმარების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს.
მიმოხილვის მიხედვით, შემცირება ყველა რეგიონში დაფიქსირდა, თუმცა მასშტაბი განსხვავებულია:
-
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 35.6%;
-
გურიაში — 30.4%;
-
კახეთში — 28.6%;
-
სამცხე-ჯავახეთში — 28.3%;
-
მცხეთა-მთიანეთში — 27.3%;
-
იმერეთში — 27.1%;
-
სამეგრელო-ზემო სვანეთში — 27%;
-
შიდა ქართლში — 26%;
-
აჭარაში — 21.1%;
-
თბილისში — 17.5%;
-
ქვემო ქართლში — 15.9%.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი შემცირების მთავარ მიზეზებად ასახელებს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომლებმაც დახმარება დაკარგეს.
ვრცლად: socialjustice.org.ge