რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. ცოტა ხნით ადრე, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებები "გადაჭარბების გარეშე რუსეთის ბედს განსაზღვრავდა."

 პუტინის განცხადება იყო საკმაოდ მოკლე და მან განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხის საფრთხის წინაშე მთელი რუსული საზოგადოება გაერთიანდა და მადლობა გადაუხადა ხალხს და სპეცსამსახურებს.

"რუსეთის მტრებს ჩვენ ქვეყანაში ძმათამკვლელი ომის დაწყება სურდათ, ეს სურდათ ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ნაციონალ-გამყიდველებს მათ სურდათ რუსეთი დამარცხებულიყო",- განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ვაგნერის ბოევიკებს შეეძლებათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა.