ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ბიუჯეტის პოტენციურ ზრდას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში პლანეტისთვის მავნე ემისიების 1.3 მილიონი ტონით გაზრდა შეუძლია, ანუ იმდენით, რა მოცულობის სათბურის აირების ემისიებსაც ბრაზილია გამოიმუშავებს, რომელიც მავნე გამონაბოლქვის მოცულობით მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აქტივობა წიაღისეული საწვავის ინტენსიურ გამოყენებას მოითხოვს, ქვეყნების მიხედვით ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის.

Scientists for Global Responsibility ორგანიზაციის მიერ 11 აკადემიური კვლევის ანალიზით დადგინდა, რომ სამხედრო ხარჯის თითოეული 100 მილიარდი დოლარით გაზრდა ატმოსფეროში დაახლოებით 32 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი ემისიის (tCO2e) გამოყოფას.

ემისიები მოდის როგორც პირდაპირი წყაროებიდან, მათ შორის, სამხედრო თვითმფრინავებიდან და ჯავშანმანქანებიდან, ასევე არაპირდაპირი წყაროებიდან, როგორებიცაა, მაგალითად სატრანსპორტო აღჭურვილობები, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვები და თავად ომის ეფექტი.

საქმე ისაა, რომ ნატომ, რომელიც სამხედრო და პოლიტიკური კავშირია 32 ევროპულ და ჩრდილოამერიკულ ქვეყანას შორის, სამხედრო ბიუჯეტის თითოეული წევრი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.5%-მდე გაზრდა დააანონსა.

3.5%-იანი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა ატმოსფეროში 132 მილიონ ტონა CO2E-ის ემისიის გაფრქვევას ნიშნავს, რაც დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რასაც 345 გაზის ელექტროსადგური ყოველწლიურად აგენერირებს.

სამხედრო ემისიები უზარმაზარია, თუმცა მათთვის თვალყურის დევნება რთულია, დიდწილად გამჭვირვალობისა და სავალდებულო აღრიცხვის სიმცირის გამო, ხოლო იმის პროგნოზირება, თუ როგორ დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი, მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, ბოლო გამოთვლებით, სამხედრო ინდუსტრიის კონტრიბუცია გლობალურ ემისიებში 2019 წელს 5.5% იყო, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ავიაციის (2%) და ვაჭრობის (3%) ინდუსტრიების - ერთად. მას შემდეგ სამხედრო ხარჯები მხოლოდ გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კლიმატის ცვლილებაზე სამხედრო ოპერაციების გავლენა დღეს კიდევ უფრო მაღალია.

bm.ge