2024 წლის იანვარ-სექტემბერში Louis Vuitton Moet Hennessy-ის (LVMH) კონგლომერატში შემავალი კომპანიების ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა. ამის შესახებ The Spirits Business წერს.

გამოცემის მონაცემებით, კომპანიის განყოფილებამ, რომელიც სპირტიანი სასმელებისა და კონიაკის გაყიდვებით იყო დაკავებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% დაკარგა (2,23 მილიარდი დოლარი).

ამასთან, შამპანურისა და ღვინის გაყიდვები შემცირდა 6%-ით (2,33 მილიარდი დოლარი). მთლიანობაში, ჯგუფის ალკოჰოლის გაყიდვები 8%-ით დაეცა 2024 წლის ცხრა თვეში.

როგორც The Spirits Business-ი  წერს, კონგლომერატის მუშაობის ყველა სფეროდან მხოლოდ პარფიუმერიის და კოსმეტიკის და „სელექციური საცალო ვაჭრობის“ მიმართულებებმა აჩვენა გაყიდვების ზრდა.

კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 62,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

rbc