2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს დერეფნით 330 559 სატვირთო ავტომობილი, ანუ ტრაილერი, გადაადგილდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 545 ერთეულით მეტია.

ტრანზიტული სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, კონსოლიდაციის გარეშე, 115.7 მლნ ლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი 110.6 მლნ ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ერთ წელიწადში სატვირთო ავტომობილებიდან მიღებული შემოსავალი 5.09 მლნ ლარით გაიზარდა.

გასულ, 2025 წელს კი სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში ჯამურად 171.3 მლნ ლარი შევიდა. წლის განმავლობაში საქართველოს საზღვარი საშუალოდ 489 390-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის საფასური 350 ლარია. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე სატვირთო ავტომობილებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 200 ლარს შეადგენდა.