ბერლინში ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პანკოვში ახალი უბნის მშენებლობა შეჩერდა. აღმოჩნდა, რომ ადგილზე, სადაც ახლები და სოციალური ინფრასტრუქტურა უნდა გგაშენდეს ლერწმის გომბეშები ბინადრობენ. ამფიბიების ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ, მთელ ევროპაში. 

დეველოპერმა გომბეშოების საცხოვრებელი ჰაბიტატის გადატანა მოითხოვეს ქალაქის საზღვრებს გარეთ, თუმცა, ეკოლოგებმა, რომლებმაც ეს ადგილი შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ ცუდი იქნებოდა ახალ ლოკაციაზე გომბეშოებისთვის, რადგან იქ ნიადაგი საკმარისად ტენიანი არ იყო.

კვარტალის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახლა ის 2026 წლამდე არ დაიწყება.