თურქეთმა დამასკოში საელჩო ისევ გახსნა. თურქეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიასთან დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობა განაახლა.

საელჩოს გახსნის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიელ ხალხს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარება.

თურქეთის საელჩო სირიაში 2012 წლიდან დახურული იყო.

წყარო: imedinews.ge