ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად ვრცელდება სოფლის მეურნეობაში, – Bloomberg-ის ცნობით,  ამის შესახებ  ნათქვამია McKinsey & Co-ს ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ფერმერების დაახლოებით 17% უკვე იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რაც მას სოფლის მეურნეობის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ადაპტირებად ტექნოლოგიად აქცევს.

McKinsey-ის უფროსმა პარტნიორმა, დევიდ ფიოკომ, აღნიშნა, რომ ხარჯები შრომაზე, მიწაზე, აღჭურვილობაზე, დაფინანსებასა და სასუქზე მაღალი და არასტაბილური რჩება მას შემდეგ, რაც ფერმერების მომგებიანობამ ბოლოს პიკს 2021–2022 წლებში მიაღწია. სწორედ ამიტომ, ფერმერები სწრაფად ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა  ის ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროთ.

ვრცლად liga.net – ზე