ტალინის მუნიციპალიტეტი იმედოვნებს, რომ ქვეყნის მთავრობა მას თითო ვიზიტორზე ერთიდან სამი ევროს ოდენობის ტურისტული გადასახადის დაწესების უფლებას მისცემს.

ტალინის ვიცე-მერი, მარგოტ როოზე ამ ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის შემდეგ გამოვიდა. ეკონომიკური უწყება ვარაუდობს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტურისტული ნაკადი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება და წელიწადში 9,3 მილიონ ვიზიტორს მიაღწევს.

როოზი არ მალავს, დედაქალაქის ხელისუფლებას, ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის გათვალისწინებთ, ტურისტული გადასახადის შემოღება სურს.

„ეს ხელს შეუწყობს დამატებითი ხარჯების დაფარვას და ტურისტების მიღებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მან და განმარტა, რომ ტურისტული გადასახადიდან მიღებული შემოსავალი ადგილობრივი ბიზნესისა და საჯარო სივრცეების განვითარებას მოხმარდება.

ვიცე-მერის ამბობს, რომ წელს ტალინს დაახლოებით 3 მილიონი უცხოელი ტურისტი მოინახულებს და ამ საორიენტაციო რაოდენობის გათავლისწინებთ, გადასახადის ოდენობა თითოეულ ტურისტზე შეიძლება ერთიდან სამ ევრომდე იყოს.

თუმცა, ტალინის ხელისუფლებას უფრო დეტალური ხარჯთაღრიცხვა ჯერ არ მოუმზადებია.

როოზე ვარაუდობს, ასეთი მცირე ზომის გადასახადი ტალინში ვიზიტის მიმართ ტურისტების ინტერესს არ შეამცირებს.

„სხვა ქალაქების გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ადამიანს ჩამოსვლა სურს, ასეთი წვრილმანის გამო, მოგზაურობაზე უარს არ იტყვის“, - აცხადებს ტალინის ვიცე-მერი.

მისი აზრით, თუ საკრუიზო ტურისტების რაოდენობა წელიწადში 600 000-მდე გაიზრდება, არსებულმა ინფრასტრუქტურამ, შესაძლოა, ამას ვერ გაუძლოს.

„მოსაწყობი და გასაუმჯობესებელია საზოგადოებრივი ტუალეტები, მომსახურების დაწესებულებები, ტრანსპორტი, გზები - იმ გაგებით, რომ თუ საკრუიზო ტურისტები ჯგუფებად ჩამოდიან, მაშინ საცობები უკვე პორტიდან გასვლისთანავე იქმნება“, - აცხადებს როოზე.

მერის მოადგილის თქმით, ტალინს დღეში 10 000-მდე საკრუიზო ტურისტის მიღება შეუძლია.

წყარო: 1tv.ge