ამერიკული ტელეარხი ABC-ი შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის 15 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

საქმე ეხება ცილისწამებას. საქმე ისაა, რომ არხის ტელეწამყვანმა, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ტრამპი „გაუპატიურებაში პასუხისმგებლად“ გამოაცხადა.

ჟურნალისტის ამ გადაცდომის გამო ტელეარხმა მალევე ბოდიში მოიხადა და სასამართლო დავის მოგვარების შეთანხმების დოკუმენტიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არხი ტრამპს კომპენსაციას გადაუხდის.