აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარს მიიღებს, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესში კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ დალასში, „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ წარმოიდგინონ, შუალედურ არჩევნებზე ხმას დონალდ ტრამპს აძლევენ.

„გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ კანდიდატთა სიაში მეც ვარ. რადგან, თუ დავმარცხდებით, თქვენ დაკარგავთ საზღვარს, დაკარგავთ შემცირებულ გადასახადებს, დაკარგავთ უსაფრთხოებასა და სიმდიდრეს. გპირდებით: თუ „რესპუბლიკელები“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გაიმარჯვებენ, მაშინ, ჩვენი ეკონომიკური წარმატებების დამსახურებით, აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარის დივიდენდს მიიღებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

ipn.ge