შეიქმნა ახალი პლატფორმა Freebusiness.ge , რომელზეც ბიზნესს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება შეუძლია.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, - ვკითხულობთ პლატფორმაზე.
ამ ეტაპზე ინიციატივას მხარს უჭერენ: „ბიდიო საქართველო“, GEC Consulting, „არსი“, „ამადეო“, „ჰილ ინნ“, GDB Agro, Axel – Georgian Business Angel Network, „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია, Energy Solutions LLC და Trading Solutions.