ევროპის ცენტრალური ბანკი 2026 წელს ძირითად საპროცენტო განაკვეთებს ორჯერ გაზრდის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად ინფლაციის დაჩქარების გამო, – ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ ჩატარებულმა ეკონომისტთა გამოკითხვამ აჩვენა.

29 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში გამოკითხული რესპონდენტებიდან ერთის გარდა, ყველა, ივნისში საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით ზრდას ელოდება. ასევე, უმეტესობა წლის ბოლომდე კიდევ ერთ ზრდას ელის - სავარაუდოდ, სექტემბრის შეხვედრაზე, რომელსაც, ივნისის შეხვედრის მსგავსად, თან ახლავს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გამოქვეყნება.

დეპოზიტების განაკვეთი ამჟამად წლიური 2%-ია, ძირითადი რეფინანსირების ოპერაციების (MRO) განაკვეთი 2.15%-ია, ხოლო მარჟის სესხის განაკვეთი 2.4%. ევროპის ცენტრალური ბანკის შემდეგი სხდომა მომავალ კვირას გაიმართება.

ვრცლად interfax – ზე