ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.
„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, ასეთია თანამედროვე პოლიტიკა და არა მარტო თანამედროვე პოლიტიკა. ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან.
კიდევ ერთხელ ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ამას მოვუწოდებდით ყველას, მთელ საზოგადოებას, რომ პრაგმატულად შეეხედათ მოვლენებისთვის და დღევანდელი პროცესები აჩვენებს იმას, რომ პრაგმატულ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს