თურქეთში დასვენება ყველაზე იაფია, ხოლო პორტუგალია ტურისტებს საუკეთესო ფასს სთავაზობს სასტუმროების და რესტორნების მხრივ, ასეთი შედეგი აჩვენა Euronews Business-ის მიერ ევროპის შვიდ ყველაზე პოპულარულ ქვეყანაში ჩატარებულმა ფასების ანალიზმა.

Euronews Business-ი ერთმანეთს შეადარა საქონლისა და მომსახურების ფასები, რომელსაც ევროსტატი აქვეყნებს.

თურქეთი ყველაზე იაფია

ფასების შედარებით გაირკვა, რომ თურქეთი ყველაზე იაფი ქვეყანაა, 2000-ზე მეტი საქონლისა და მომსახურების მიხედვით. ევროკავშირში 100 ევროს ღირებულების კალათა თურქეთში მხოლოდ 59.6 ევრო ღირს, რაც ნიშნავს, რომ ის 40.4%-ით იაფია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.

შვიდ ქვეყანას შორის ყველაზე ძვირი საფრანგეთია 100.3 ევროთი, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მეტია. დანარჩენ ხუთი ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი უფრო დაბალია: იტალია (97.1 ევრო), ესპანეთი (91.6 ევრო), საბერძნეთი (87.4 ევრო), პორტუგალია (86.6 ევრო) და ხორვატია (78.4 ევრო).

სად არის სასტუმროები და რესტორნები ყველაზე იაფი?

ევროსტატის „რესტორნებისა და სასტუმროების“ ფასების მაჩვენებელი ადარებს გარეთ კვებისა და საცხოვრებელში განთავსების ხარჯებს. ეს მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური საზომია.

შვიდ ქვეყანას შორის საფრანგეთი ყველაზე ძვირია. მისი ფასების ინდექსი 116-ს შეადგენს. შემდეგ მოდის იტალია 110.8-ით. თუ ავიღებთ, რომ ამ კატეგორიისთვის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 100 ევროს შეადგენს, რესტორნებისა და განთავსების მომსახურების ექვივალენტური კალათა საფრანგეთში 116 ევრო და იტალიაში 110.8 ევრო ეღირება.

პორტუგალია ყველაზე იაფია, კალათის ღირებულება 73.6 ევროა. ეს ნიშნავს, რომ ფასები ამ ქვეყანაში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 26.4%-ით დაბალია. თურქეთის ინდექსი 78.3-ია.

ხორვატია (89.6) ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე საბერძნეთი (86.1) და ესპანეთი (85.4).

საკვების ფასების მხრივ თურქეთსა და ესპანეთში ევროკავშირის საშუალოზე დაბალი დონეა.

საფრანგეთი ყველაზე ძვირია, თუმცა ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მხოლოდ 7.9%-ით აღემატება. ევროკავშირის მასშტაბით 100 ევროს ღირებულების სასურსათო კალათა საფრანგეთში 107.9 ევროს შეადგენს.

თურქეთში იგივე კალათა მხოლოდ 75.6 ევრო ეღირება. ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, 94.6 ევრო, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ფასები ოდნავ მაღალია.

სამაგიეროდ თურქეთში ალკოჰოლური სასმელი ყველაზე ძვირი ღირს და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. მისის ფასების ინდექსი 210.2-ს შეადგენს. საბერძნეთი მეორე ადგილზეა 154 ქულით, შემდეგ მოდის ხორვატია 133.9 ქულით.

იტალია ყველაზე დაბალი 81.9 ქულა აქვს, ესპანეთსაც ასევე საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს-  90.1 ქულა. საფრანგეთსა და პორტუგალიაში ფასები გაცილებით ახლოსაა საშუალო ევროპულ ნიშნულთან, შესაბამისად 100.9 და 107.1.

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, ფასების დონე მერყეობს 81.8 ევროდან იტალიაში 133.5 ევრომდე ხორვატიაში.

თამბაქოს ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ ქვეყნებში. თურქეთში 25.4 ევროდან საფრანგეთში 191.1 ევრომდე. მეორე ყველაზე დაბალი ფასი ხორვატიაშია 64.6 ევროთ, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე იაფია თურქეთში 68.3 ევრო, რაც საგრძნობლად ჩამოუვარდება ევროკავშირის საშუალო 100 ევროს დონეს. ამ მხრივ, მხოლოდ საფრანგეთი აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს და 112.8 ევროს ნიშნულზეა.

პორტუგალიაში, ესპანეთსა და ხორვატიაში დაახლოებით 80 ევრო ღირს, ხოლო საბერძნეთში – ევროკავშირის საშუალოზე ოდნავ დაბალია.

ზღვის პროდუქტების ფასები ამ ქვეყნებში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება და მერყეობს პორტუგალიაში 95.4 ევროდან საბერძნეთში 112.7 ევრომდე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებისთვის ფასების სხვაობა შეიძლება ისეთი მნიშვნელოვნად არ იგრძნობოდეს, როგორც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის.

brg.ge