აზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთსა და უკრაინას საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.
თოყაევმა ინიციატივა 25 ივლისს, რუსეთის ქალაქ ომსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმზე, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააჟღერა. მისი თქმით, მხარეებმა შესაძლოა კონფლიქტი „გაყინონ“ და ე.წ. „სტამბოლის ფორმულა 2.0-ს“ დაუბრუნდნენ.
თოყაევის განმარტებით, მოლაპარაკებების განახლება და წამყვანი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, უსაფრთხოების გარანტიები ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საფუძველი შეიძლება გახდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან მას ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება.
„სტამბოლის ფორმულაში“ იგულისხმება დიპლომატიური პროცესის აღდგენა, რომელიც რუსეთმა და უკრაინამ თურქეთში 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ხოლო მოგვიანებით 2025 წელსაც აწარმოეს. მოლაპარაკებების ვერც ერთმა ეტაპმა სამშვიდობო შეთანხმება ვერ უზრუნველყო.
თოყაევის ინიციატივას კრემლი არ დაეთანხმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი პოზიციის პირობებში კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია და მოსკოვი საკუთარი მიზნების მიღწევას კვლავ აუცილებელ პირობად მიიჩნევს.
რუსეთის მიერ დასახელებული სამშვიდობო პირობები უცვლელი რჩება. მოსკოვი უკრაინისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას ოთხი რეგიონიდან, რომლებზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, ასევე NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე საჯაროდ უარის თქმას. უკრაინა ამ მოთხოვნებს უარყოფს.
https://www.ft.com/content/f4a5d8da-c950-49d3-b847-6281d2087e4c