2026 წლის ცხოვრების ხარისხის რეიტინგში პირველ ადგილს შვედეთი იკავებს, მას დანია და კანადა მოსდევს, - ამის შესახებ ირკვევა The Wharton School-ის 2026 წლის მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული სტატიიდან.
მონაცემები აჩვენებს, რომ ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის 20 ევროპულია, მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩევიან სკანდინავიური ქვეყნები.
აღსანიშნავია, რომ აშშ რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს და „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციაზეა.
„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ 10 ქვეყანასაც ცხოვრების საუკეთესო ხარისხით:
- შვედეთი - 100 ქულა;
- დანია - 98.2 ქულა;
- კანადა - 95 ქულა;
- შვეიცარია - 94.8 ქულა;
- ფინეთი - 92.4 ქულა;
- ნორვეგია - 92.4 ქულა;
- ნიდერლანდები - 90.8 ქულა;
- ავსტრალია - 87.5 ქულა;
- გერმანია - 82.9 ქულა;
- ბელგია - 78.6 ქულა.