Transfermarkt-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის და „ვილიარეალის“ ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი €30 მილიონამდე გაიზარდა.

განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 249,15 მილიონი ევრო გახდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მოთამაშეები:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 140 მილიონი ევრო;

2. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ (ესპანეთი) – 30 მილიონი ევრო;

3. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ (ინგლისი) – 28 მილიონი ევრო;

4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ (საფრანგეთი) – 12 მილიონი ევრო;

5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ (ავსტრია) – 5.50 მილიონი ევრო.