2020 წლიდან დიდ ბრიტანეთში დაკეტილი ბარების რაოდენობა გაორმაგდა, – ამის შესახებ The Spirits Business –ი ანალიტიკური კომპანია UHY Hacker Young-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

2020 წელს 367 დაწესებულება გაკოტრდა, ხოლო 2025 წელს ეს რიცხვი უკვე 789-მდე გაიზარდა. გაკოტრების შემთხვევების ზრდა გასულ წელს 2024 წელთან შედარებით მხოლოდ 2.6% იყო.

„პაბები და ბარები მრავალი მიმართულებით იბრძვიან და COVID-19 პანდემიისა და 2024 წლის გამოკლებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაკოტრების რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. არ გამიკვირდება, თუ ისინი კიდევ უფრო გაიზრდება“, - თქვა პიტერ კუბიკმა, UHY Hacker Young-ის პარტნიორმა.

ვრცლად rbc - ზე