ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ) მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერება, რათა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი იდეების რეალიზებისა და შემოსავლის წყაროს შექმნისთვის.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი - „სოციალური ინიციატივების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“ - მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, შშმ პირთა სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის ზრდას და არსებული მცირე ბიზნესების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 13-მა პირმა. მხარდაჭერილი ინიციატივებისთვის გამოყოფილი საგრანტო ფონდის მოცულობამ დაახლოებით 7 000 ლარი შეადგინა. შერჩეული პროექტები მიმართულია მეფუტკრეობის, მეხილეობის, მესაქონლეობისა და შინამეურნეობის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს შშმ პირებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ ეკონომიკურ საქმინობაში.


კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს