ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენთან ერთად არის პატრიოტი ჩემპიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კავკასიიდან, რომელიც რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქვეყანა საქართველოა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, დღეს უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) იმართება.