„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დღეს, 2026 წლის 21 მარტს კიდევ ერთხელ შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

კობახიძე უნგრეთში კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) - მისი სიტყვით გამოსვლა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაეთმობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და „ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა“.

„შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში“, - წერს ადმინისტრაცია.