ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია IndiGo-მ, ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე,საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა, ასეთია კომპანიის ოფიციალური პოზიცია.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღარ იძებნება ფრენები დელი-თბილისი-დელის, ასევე მუმბაი-თბილისი-მუმბაის მიმართულებით.
როგორც BMG-ს საქართველოში IndiGo-ს გენერალური აგენტი კომპანია Voyager-ის ცხელ ხაზზე განუცხადეს, ფრენები 28 იანვრიდან შეჩერდა, მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და მოსალოდნელი შეფერხებები გახდა. კომპანიაში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება ავიარეისები.
Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 2023 წლიდან დაიწყო, ხოლო მუმბაისა და თბილისს შორის ფრენები 2025 წლის აგვისტოდან.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს ინდოეთიდან საქართველოს 142 476 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 14.6%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2024 წელს.