შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა" სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება. შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის ობიექტია 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვა.
მიწოდება ორ ეტაპად უნდა მოხდეს:
I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა,
II ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
სასკოლო ფორმების დიზაინი შემდეგნაირად გამოიყურება:


ქსოვილის მახასიათებლები და ხარისხი:
1.1 ძირითადი ქსოვილი (პიჯაკი, შარვალი, ქვედაკაბა):
• შემადგენლობა: 72% პოლიესტერი, 25% ვისკოზა/(რეიონი), 3% სპანდექი/ ელასტინი.
(დასაშვები ცდომილება : ±5%, გარდა სპანდექსი/ელასტინისა, რომელსაც უნდა
ჰქონდეს ±1% )
• წონა: 235 გ/მ2 (დასაშვები ცდომილება : ±5%)
• ჰაერგამტარობა: ქსოვილი უნდა იყოს ჰაერგამტარი
1.2 სარჩული:
• პიჯაკი:
o შემადგენლობა: 100% პოლიესტერი
o წონა: 60 გ/მ2 (±10%)
o სიმკვრივე: არანაკლებ 205T
• ქვედაკაბა:
o შემადგენლობა: 100% ბამბა
o წონა: 140 გ/მ2 (-5%)
1.3 ჯიბის პარკი:
• შემადგენლობა: 65% პოლიესტერი, 35% ბამბა;
შემადგენლობაში დასაშვებია ±5% ცდომილება.
• წონა: 101 გ/მ2 (±5%)
1.4 უსაფრთხოება:
ყველა გამოყენებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს OEKO-TEX® Standard 100-ის
მოთხოვნებს.
დაგეგმილი შესასყიდი რაოდენობები ასეთია:
- პიჯაკი (გოგო) - 292,000 ცალი;
- პიჯაკი (ბიჭი) - 308,000 ცალი;
- შარვალი (გოგო) - 438,000 ცალი;
- შარვალი (ბიჭი) - 616,000 ცალი;
- ქვედაკაბა მუხლამდე - 146,000 ცალი;
- ქვედაკაბა გრძელი ცალი - 1,000 ცალი.