ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის შესაბამის შედეგებს გამოიღებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ვამბობ, რომ ეს გვინდა, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების ფონზე, მოგვიწევს საქართველო არამეგობრული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში შევიყვანოთ და მასზე საპასუხო ეკონომიკური ზომები გავავრცელოთ. ეს, ბუნებრივია, შესაბამისად აისახება მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და რუსეთში იმპორტირებული ნებისმიერი სხვა პროდუქტის ქართველ მწარმოებლებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.