25 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკი, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისოსასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში.

შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლითდაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოსსხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა დადაფინანსების მოპოვებაში.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარიმხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვისშესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამმიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თანდაპარტნიორდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთსწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევებიაპლიკაციების ეფექტურად შევსებასთანდაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება.

საქართველოს ბანკის 40-ზე მეტი საგანმანათლებლოინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციისმისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.