„მიმდინარეობს კვლევა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობის იაფ ტარიფებთან დაკავშირებით“, - ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ბახტიარ ჰაჯიევმა განაცხადა.
მან განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს მუშაობა მგზავრებისთვის უფრო დაბალი ტარიფებით მომსახურების შეთავაზებაზე“, - თქვა ჰაჯიევმა.
ცნობისთვის, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.