დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმება სრულიად საწინააღმდეგო იქნება იმისგან, რაც მისმა წინამორბედებმა დადეს.
მისივე თქმით, თეირანთან დადებული შეთანხმება იქნება ისეთი, რომლის მსგავსიც „არავის უნახავს“.
თეთრი სახლის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ირანთან შეთანხმების პირობები ბოლომდე მიღწეული არ არის და ის ცუდ გარიგებებს არ დებს.
„ირანთან შეთანხმებას თუ დავდებ, ის კარგი და სათანადო იქნება, არა ისეთი, როგორიც ობამას მიერ დადებული შეთანხმება იყო, რომელმაც ირანს უზარმაზარი ნაღდი ფული მისცა და ბირთვული იარაღისკენ მკაფიო, ღია გზა გაუხსნა. ჩვენი შეთანხმება სრულიად საპირისპიროა, მაგრამ არავის უნახავს ის და არ იცის, როგორია. ის ჯერ არც კი არის ბოლომდე დასრულებული. ამიტომ ნუ მოუსმენთ დამარცხებულებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი იმის მიმართ, რაზეც არაფერი იციან. ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა გადაეჭრათ, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ“, – წერს დონალდ ტრამპი.