ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  გურიის რეგიონში,  სოფელ სურებში, 9  კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“  ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო  გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. რაც ხელს შეუწყობს  სატყეო-სამურნეო  ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას,  ასევე,  საჭიროების შემთხვევაში ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს “  - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

პროექტი „ECO.Georgia“  კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამ სამიზნე რეგიონში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისა და სატყეო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები ქვეყნის მასშტაბით  განხორციელდება 168 კმ-ზე, კერძოდ, მოეწყობა - 20,20 კმ და  რეაბილიტირებული იქნება - 147,80 კმ სატყეო-სამეურნეო გზა. 

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს