„ახლახან დაგვემატა საცხენოსნო ტურები ინდოეთში, მალე დაგვემატება ტურები არგენტინაშიც“- ამის შესახებ კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას გლობალური საცხენოსნო ტურების პლატფორმა Horsetoursguide-ის ხელმძღვანელმა ანა ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის კომპანია მსოფლიოს 9 ქვეყანაში ახორციელებს საცხენოსნო ტურებს.

“ჩვენ ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ 9 ქვეყანაში და სწორედ ამ ქვეყნებში გვაქვს საცხენოსნო ტურები, მათ შორის, საქართველოში, ყირგიზეთში, სლოვენიაში, იორდანიაში, მაროკოში, თურქეთში და ახლა დაგვემატა ინდოეთის ტურებიც.  ასევე მინდა გითხრათ, რომ სულ მალე ჩვენს კომპანიას დაემატება არგენტინის ტურები.  ჩვენთან ყველა ტიპის სერვისი მოქმედებს, როგორც საათობრივი გასეირნება ცხენებით, ისე დღიური და მრავალდღიანიც“, - განაცხადა ანა ნადირაძემ.