„ბაზისბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ერთი ქოლგის ქვეშ ერთ წელიწადში გაერთიანდება - ამის შესახებ „ბაზისბანკის“ გენდირექტორმა დავით ცაავამ, გარიგების ხელმოწერის ღონისძიებაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ორი ბანკის შერწყმის პროცესის დასრულების შემდეგ „ბაზისბანკი“ ბაზარზე დარჩება.

12 თვე ის პერიოდია, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმარისი ვადა იმისათვის, რომ მოხდეს ამ ბანკების შერწყმა და შესაბამისად, მომსახურება უკვე გაერთიანებული ქოლგის ქვეშ შეუფერხებლად გაგრძელდება.

ჩვენ თითოეული ამ ბანკის ძლიერ მხარეს შევინარჩუნებთ, როგორც სერვისების ნაწილში, ასევე ბრენდინგს რაც შეეხება, ცხადია, რომ ბაზისბანკის“ ბრენდი აუცილებლად დარჩება ბაზარზე“, - განაცხადა დავით ცაავამ.