საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ცოდნის გაზიარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს და ამჯერად გიწვევთ ფოთში - გიორგი მოსიძესთან შეხვედრაზე „იმოგზაურე აზროვნების სამყაროში“
შეხვედრა 29 აპრილს, 19:00-ზე, ფოთში, ფარნავაზ მეფის #6 (საქართველოს ბანკის ფილიალის მეორე სართული) გაიმართება.
შეხვედრაზე გიორგი მოსიძე დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გვეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში - როგორც სწავლის, ისე პიროვნული განვითარების კუთხით.
ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართება ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად შერჩეული წიგნები გადაეცემათ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.