გასულ კვირას, აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) ევროკომისიას წერილი მისწერა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მიეცემათ, საავიაციო საწვავის დეფიციტი შესაძლოა მაისის დასაწყისში დაიწყოს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ევროპას „დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში დარჩა თვითმფრინავის საწვავის მარაგი“ და გააფრთხილა, რომ შესაძლოა „უახლოეს მომავალში“ ფრენები გაუქმდეს, თუ ნავთობის მარაგი ირანთან ომის გამო დაბლოკილი დარჩება.

IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა, შემაშფოთებელი სურათი დახატა იმ გლობალური შედეგების შესახებ, რასაც მან ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი, უწოდა რასაც კი ოდესმე შევხვედრივართ და რაც გამოწვეულია ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის, გაზისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდების შეწყვეტით.

მისი თქმით, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, მაშინ ევროპაში „მალე გავიგებთ ახალ ამბებს, რომ A ქალაქიდან B ქალაქში ზოგიერთი რეისი შესაძლოა გაუქმდეს საავიაციო საწვავის დეფიციტის გამო“.

ვრცლად euronews – ზე