დღეს, 11 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი საკითხებია:

1. საქართველოს კანონების პროექტები „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

2. საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

3. საქართველოს კანონების პროექტები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

4. საქართველოს კანონების პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: გ. მიქანაძე

5. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: გ. მიქანაძე

6. საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: გ. მიქანაძე

7. საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

10. საიდუმლო