ეგვიპტეში, უძველესი ქალაქის ოქსირინქუსის ადგილზე, ესპანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამარხი, რომელშიც დაკრძალვის იშვიათი ნივთებია მოთავსებული – ოქროსა და სპილენძის ენები – მოულოდნელ ლიტერატურულ აღმოჩენასთან ერთად: ჰომეროსის „ილიადას“ პაპირუსის ფრაგმენტი, რომელიც მუმიაში იყო დამალული.

მეცნიერების მიერ აღმოჩენილი სამარხი რომაული პერიოდით თარიღდება - ის დაახლოებით ძვ.წ. 50 წელს აშენდა.

აქ მკვლევრებმა რომაული ეპოქის რამდენიმე მუმია აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი გეომეტრიული ნიმუშებით გაფორმებულ თეთრეულის ქსოვილში იყო გახვეული და მოხატულ ხის კუბოებში იყო მოთავსებული. როდესაც მეცნიერებმა სამარხის შესწავლა დაიწყეს, მათ გარდაცვლილის პირში სამი ოქროს და ერთი სპილენძის ენა აღმოაჩინეს. ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ ეს ამულეტები გარდაცვლილს სიკვდილის შემდეგ ლაპარაკის უნარს აძლევდა – მათ შორის, როდესაც ისინი ეგვიპტური ქვესკნელის ღმერთის, ოსირისის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან.

ვრცლად „ევროპულსზე“