გავრცელებული ინფორმაცია, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებით, სომხეთი ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას ქართულ მხარეს გადასცემს სიმართლეს არ შეესაბამება,- ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანი ავრცელებს.
,,არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა „ინფორმაცია“, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი ალავერდის თემში შემავალ სოფელს ქართულ მხარეს გადასცემს.
სომხური მხარე უარყოფს, რომ დემარკაციის პროცესში საქართველოს გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას გადასცემს.
სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება, იდეა ან „ინფორმაცია“, თავისი არსით, რეალობას ვერ შეესაბამებოდა.
ამიტომ, როგორც ადრე, ჩვენ უარვყავით, უარვყოფთ და კვლავ უარვყოფთ ასეთი შინაარსის ნებისმიერ პუბლიკაციას, მათი ფიქციური ხასიათის გამო”,- აღნიშნა ფაშიიანის მდივანმა.
წყარო: Giorgi Tumasyan