Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსებმა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში Brent-ის ტიპის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი ბარელზე 80–დან 90 დოლარამდე გაზარდეს ჰორმუზის სრუტის მიმდინარე დაკეტვის გამო.

„ახლა ჩვენ ველით, რომ სპარსეთის ყურიდან ექსპორტის ნორმალიზება ივნისის ბოლოსთვის, მაისის შუა რიცხვების ნაცვლად, მოხდება, ასევე რეგიონული წარმოების უფრო ნელ აღდგენას“, - ნათქვამია Goldman-ის მიმოხილვაში.

WTI-ის ნავთობის მეოთხე კვარტალის ფასის პროგნოზი ბარელზე 75 დოლარიდან 83 დოლარამდე გაიზარდა.

ვრცლად Interfax - ზე