რუსეთის სახელმწიფო მარკირების სისტემამ სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“ პარტიის რეალიზაცია ოფლაინ და ონლაინ მაღაზიებშიც შეაჩერა.
როგორც „РБК“-ს მარკირების ოპერატორის მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ რევაზ იუსუპოვმა განუცხადა, ბრუნვაში 338 ათასი ბოთლი იყო გაშვებული, რომლებიც შემოწმების დასრულებამდე დაბლოკილია.
როსპოტრებნადზორის წერილში აღნიშნულია „გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა, რათა არ მოხდეს რუსეთის მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება“. ბლოკირების მიზეზად დასახელებულია „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა“.
შეზღუდვა ეხება 2026 წლის 17 თებერვალსა და 5 მარტს წარმოებულ პროდუქციას.