ირანმა ფოლადის ფილებისა და ფურცლების ექსპორტი 30 მაისამდე აკრძალა - ამის შესახებ სახელმწიფო მედია იუწყება. აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს ირანის ფოლადის ინდუსტრია ავიადარტყმების სამიზნე გახდა ირანი, თურქეთთან ერთად, საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნულების (არმატურის) ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. მიმდინარე წლის პირველ კავრტალში საქართველომ ირანისგან 4.9 მლნ აშშ დოლარის არმატურა იყიდა.
ფოლადის TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ირანისგან ყიდულობს:
• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) - 4.05 მლნ აშშ დოლარი, 7 255.8 ტონა;
• ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - 3.6 მლნ აშშ დოლარი, 6 188.1 ტონა;
• კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 3.2 მლნ აშშ დოლარი, 5 834.7 ტონა;
• წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (ბუხტებად) - 2.9 მლნ აშშ დოლარი, 6 014.2 ტონა;
• ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.5 მლნ აშშ დოლარი, 4 597.8 ტონა;
ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ ფოლადის ფურცლების ბაზარი, სავარაუდოდ, ორ თვეში დასტაბილურდება, რადგან დეფიციტს იმპორტი შეავსებს და სპეკულაციურ მოთხოვნას შეაკავებს.
ფოლადი ირანის არასანავთობო ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.