25-დან 29 მარტის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს – პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგება: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).
პირველ დღეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.
მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:
25 მარტი
14:30 | ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;
21:45 | სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა.
26 მარტი
14:30 | მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:15 | სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა.
27 მარტი
14:30 | სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
21:00 | ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა.
28 მარტი
15:30 | მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:30 | სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი.
29 მარტი
16:30 | საჩვენებელი პროგრამა.