აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელმა მომლაპარაკებლებმა შეერთებულ შტატებს ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საჩუქარი გადასცეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ახალი შიდა უსაფრთხოების მდივანის, მარკვეინ მალინის ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს საჩუქარი ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ტრამპის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორ ადამიანებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რომლებმაც, მისივე თქმით, მოლოდინი გაამართლეს. რაც შეეხება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათით უკმაყოფილოა.
ტრამპმა შეაქო სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი.