ლუქსემბურგში, იტალიასა და ფინეთში სახელმწიფო პენსია ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებს ორჯერ აჭარბებს, - ამის შესახებ HR კომპანია Moorepay-ის კვლევის შედეგებიდან ირკვევა.

მაგალითად, ლუქსემბურგში სახელმწიფო პენსიის საშუალო ოდენობა 28,790 ევროა, ხოლო ცხოვრების ღირებულება 12,791 ევროა. შედეგად, რჩება 15,989 ევროს ოდენობის ნაშთი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსია ცხოვრების ღირებულებაზე ორჯერ მეტია.

პენსიები ასევე ორჯერ აღემატება ცხოვრების ღირებულებას იტალიაში (210%) და ფინეთში (208%). ესპანეთი (199%) და დანია (189%) ასევე ახლოს არიან ამ დონესთან.

რაც შეეხება საქართველოს, კვლევის მიხედვით ქვეყანაში სახელმწიფო პენსია მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს.