საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფს 30 მარტის სხდომაზე დაადგენს, - ამის შესახებ კომისიის სხდომის დღის წესრიგიდან ირკვევა.
განსახილველ შვიდ საკითხს შორის არის „„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული დმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა (სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დადგენა)“.
სემეკის სხდომა 30 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.