2023 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 43,14%-ით გაიზარდა, რამაც $73 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საბაჟო ადმინისტრაცია იტყობინება.
ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, რუსეთმა ამ პერიოდში ჩინეთიდან 33,68 მილიარდი დოლარის საქონელი შემოიტანა, რაც 67,2%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთის იმპორტი რუსეთიდან ამავე პერიოდში 24,8%-ით გაიზარდა და 39,46 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2022 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა წინა წელთან შედარებით 29,3%-ით გაიზარდა და რეკორდულ 190,27 მილიარდ დოლარს მიაღწია.